მეტროსადგურ „ვარკეთილში“ მომხდარი შემთხვევის შედეგად დაშავებულები შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ მოინახულა. ჯანდაცვის უწყების ხელმძღვანელმა 14 პირის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია მათი მკურნალი მედიკოსებისგან პირადად მიიღო. ამ დროისთვის, დაშავებულები სტაციონარში, საექიმო მეთვალყურეობის ქვეშ რჩებიან. მათ უკვე ჩაუტარდათ შესაბამისი გამოკვლევები და სხვადასხვა სახის სამედიცინო ჩარევები. პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. 14 დაშავებული მკურნალობას თბილისის სხვადასხვა კლინიკაში გადის.
დავით სერგეენკომ მეტროსადგურ „ვარკეთილში“ მომხდარი შემთხვევის შედეგად დაშაველები მოინახულა
30/01/2018