მომხმარებლის მოთხოვნის შემთხვევაში, აფთიაქებს მედიკამენტების ქართულენოვანი ინსტრუქციის გაცემა ევალებათ

29/01/2018

საქართველოს კანონმდებლობით, ნებისმიერ მომხმარებელს შეუძლია აფთიაქში მოითხოვოს შეძენილი სამკურნალო საშუალების ქართულენოვანი გამოყენების ინსტრუქცია. მოთხოვნის შემთხვევაში, აფთიაქმა უნდა უზრუნველყოს მომხმარებლისათვის ფარმაცევტული პროდუქტის გამოყენების ინსტრუქციის ქართულენოვანი ვერსიის მიწოდება.
მოსახლეობის ინფორმირებულობის მიზნით, აფთიაქმა თვალსაჩინო ადგილზე უნდა განათავსოს განცხადება, რომ მომხმარებლებს შეუძლიათ მოითხოვონ წამლის გამოყენების ქართულენოვანი ინსტრუქცია და მიიღონ მოთხოვნისთანავე.
მკურნალობის პროცესის უსაფრთხოდ წარმართვისა და მომხმარებლის ინტერესებიდან გამომდინარე, სააგენტო აფთიაქებს მოუწოდებს აღნიშნული ვალდებულების აქტიური აღსრულებისკენ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0