ვერძი
ვალდებულებებით დატვირთული დღე გელით. კრეატიულობითა და დამოუკიდებლობით გარშემო მყოფების ყურადღებას მიიქცევთ. სასიამოვნო ცვლილებებს საღამოს ელოდეთ. მოაწყვეთ მეგობრული შეხვედრა.
კურო
სამსახურის საქმეების გარდა გამონახეთ დრო საოჯახო ვალდებულებების მოაგვარებლად. საღამოს მოამზადეთ ვახშამი, იმხიარულეთ შვილებთან ერთად. შეიძლება სტუმრებიც გეწვიონ.
ტყუპი
დილა მშვიდი საქმეების მოგვარებას დაუთმეთ. ცვლილებები საღამოს გელით. მოიმატებს თქვენი ცნობისმოყვარეობა. ცოდნის გაღრმავება, მეგობრებთან გართობის სურვილი გაგიჩნდებათ.
კირჩხიბი
მეტად დაისვენეთ, დილიდანვე ნუ გადაეშვებით საქმეების მოგვარებაში. მეტი დრო დაუთმეთ შვილებთან ურთიერთობას, საღამოს კარგია საყიდლები და ოჯახის წევრებთან ურთიერთობა.
ლომი
მეტი დრო დაუთმეთ დასვენებას, ძალების აღდგენას. ჩაერთეთ საზოგადოებრივ, ელიტურ ცხოვრებაში. საღამოს ახლობლებისთვის მოაწყვეთ დღესასწაული.
ქალწული
მეტი მზრუნველობა გმართებთ ოჯახის წევრების მიმართ. საღამოს ვირტუალური ნაცნობობა გელით. კარგია ცოდნის გაღრმავება, ინფორმაციების მოძიება.
სასწორი
გამონახეთ დრო შემოქმედებითი იდეების განსახორციელებლად. საღამოს დაესწარით წვეულებას, სადაც მოულოდნელი შეხვედრა, ნაცნობობა გელით.
მორიელი
საქმეებს დამოუკიდებლად და სწრაფად გაუმკლავდებით. მოერიდეთ უსიამოვნო ადამიანების საზოგადოებას. გაუფრთხილდით ჯანმრთელობას.
მშვილდოსანი
რაც უფრო სწრაფად დაასრულებთ საქმეებს, მით მეტი დრო დაგრჩებათ მეგობრებთან გასართობად. გაგიუმჯობესდებათ განწყობა. საღამოს შეხვდით მეგობრებს.
თხის რქა
ნუ ჩამოწერეთ შორსმიმავალ გეგმებს. დღევანდელი ვალდებულებები შეასრულეთ. მოერიდეთ კარდინალურ ცვლილებებს. საღამოს გამონახეთ დრო სწავლისა და ინფორმაციების მისაღებად.
მერწყული
ახალი იდეები კოლეგებთან ერთად განიხილეთ. საღამოს შეიძლება მოგიწიოთ მგზავრობამ. მოსალოდნელია შეხვედრები და წვეულებებზე დასწრება.
თევზები
დღევანდელი დღე, განსაკუთრებით საღამო, სიურპრიზებს გარეშე არ ჩაივლის. გამონახეთ დრო შემოქმედებთი იდეების განსახორციელებლად, ბავშვებთან ურთიერთობისთვის.