იძულებით გადაადგილებულ პირთა ქალთა ასოციაცია „თანხმობა“-სა და ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს დღეს ხელი ასოციაციის პრეზიდენტმა, იულია ხარაშვილმა და ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა, დავით შერაზადიშვილმა მოაწერეს.
მემორანდუმის ფარგლებში ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერია იღებს ვალდებულებას, ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ პროექტს “ღირსეული სიბერე” , საქმიანობის გაგრძელების მიზნით, ფინანსური მხარდაჭერა გაუწიოს.
“როგორც მოგეხსენებათ, 2016 წლიდან, დაბა კაზრეთში ფუნქციონირებს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული დღის ცენტრი, რომელიც ყოვედღიურად 130 ხანდაზმულს მასპინძლობს. პროექტს რამდენიმე დღეში ეწურება ვადა, ამიტომ, მუნიციპალიტეტი მზად არის, მის გაგრძელებაში მიიღოს მონაწილეობა. ჩვენი მზაობა, მხარში ამოვუდგეთ ხანდაზმულებს, მემორანდუმით დავადასტურეთ დღეს”,- განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა, დავით შერაზადიშვილმა.
ქალთა ასოციაცია „თანხმობა“-სა და ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
25/01/2018