საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ვახტანგ გომელაური საქართველოში ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის ახალ ხელმძღვანელს როზარია პუგლისის შეხვდა.
შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს საქართველოს ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესზე და აღნიშნული მიმართულებით ქვეყნის მიერ მიღწეულ პროგრესზე. ხაზი გაესვა გლობალური საფრთხეებისა და საერთო გამოწვევების დასაძლევად, ნატო-საქართველოს მჭიდრო თანამშრომლობის მნიშვნელობას.საუბარი ასევე შეეხო საქართველოში ნატო-ს სამეკავშირეო ოფისსა და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს შორის თანამშრომლობის გაღრმავების სამომავლო გეგმებს.
ვახტანგ გომელაურმა როზარია პუგლისის თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა.
სუს-ის უფროსი საქართველოში ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელს შეხვდა

25/01/2018