დავით სურმავამ ომისა და სამხედრო ძალების სოციალურად დაუცველი ვეტერანების ოჯახებს საახალწლო სასაჩუქრე-სასურსათო პაკეტები გადასცა

11/01/2018

მარტვილის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ დავით სურმავამ მერიის შრომის, საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, ვეტერანთა, ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა საქმეების სამსახურის თანამშრომელთან ერთად, ომისა და სამხედრო ძალების სოციალურად დაუცველი ვეტერანების ოჯახებს საახალწლო სასაჩუქრე-სასურსათო პაკეტები გადასცა.
აღნიშნული საჩუქრები ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურმა, ქვეყნის მასშტაბით სოციალურად დაუცველი ვეტერანების ოჯახებისთვის გამოყო.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0