საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, მიხეილ ჩხენკელი თურქეთის რესპუბლიკის ახლადდანიშნულ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, ფატმა ჯერენ იაზგანს შეხვდა.
საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, ფატმა ჯერენ იაზგანმა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მადლობა გადაუხადა თურქულ მხარესთან ჩამოყალიბებული, განსაკუთრებულად მჭიდრო ურთიერთობებისა და მხარდაჭერისათვის.
მხარეებმა ისაუბრეს, განათლებისა და მეცნიერების სფეროში ურთიერთობის შემდგომი გაღრმავების მნიშვნელობაზე, განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა უმაღლესი განათლების ინტერნაციონალიზაციისა და პროფესიულ განათლებაში თურქული მსხვილი კომპანიების ჩართულობაზე.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ უდიდესი მნიშვნელობა აქვს ხელშეკრულებას განათლებისა და მეცნიერების სფეროში თანამშრომლობის შესახებ, რომელიც მომზადებულია და უახლოეს მომავალში ხელმოსაწერად მზად იქნება.