გაწმენდილია ქუჩები და ნაწილობრივ აღდგენილია ელექტროენერგიის მიწოდება

11/01/2018

ძლიერმა ქარმა საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ქალაქ საგარეჯოში, სოფელ უდაბნოში, თოხლიაურში, მანავსა და იორმუღანლოში დააზიანა ელექტროგადამცემი ხაზები, რამოდენიმე სახლს გადახადა სახურავი, წააქცია ხეები, ქალაქ საგარეჯოში დააზიანა საახალწლო განათებები. საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიის მეორადი სტრუქტურული ერთეულის ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, მშენებლობისა და არქიტექტურის განყოფილების თანამშრომლები სოფლებში არსებული მდომარეობის შესასწავლად არიან გასულები. საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიაში შეიქმნა „სტიქიის შედეგადად დაზარალებული ოჯახების ზარალის აღმწერი სამუშაო ჯგუფი“ რომლის ხელმღძვანელი საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე პაატა ასრათაშვილია. ამ დროისათვის გაწმენდილია ქუჩები და ნაწილობრივ აღდგენილია ელექტროენერგიის მიწოდება. საბედნიეროდ ძლიერი ქარის შედეგად არავინ დაშავებულა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0