მსჯავრდებულთა მიერ დამზადებული საახალწლო აქსესუარები საახალწლო ბაზრობაზე იყიდება რომელიც დედაენის ბაღშია მოწყობილი. ნებისმიერ მსურველს შესაძლებლობა აქვს პენიტენციურ დაწესებულებებში მსჯავრდებულთა მიერ სპეციალურად საახალწლო ბაზრობისთვის დამზადებული ხელნაკეთი ნივთები, ჩანთები, სხვადასხვა სახის სუვენიერები, მათ შორის, საახალწლო აქსესუარები შეიძინოს.
მსჯავრდებულების ნივთების რეალიზაციას სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო უზრუნველყოფს, ხოლო ნივთის გაყიდვიდან მიღებული თანხა მსჯავრდებულებს პირად ანგარიშზე დაერიცხებათ. საახალწლო ბაზრობა დედაენის ბაღში 24 დეკემბრიდან 7 იანვრის ჩათვლით მოეწყობა.
მსჯავრდებულთა მიერ დამზადებული საახალწლო აქსესუარები საახალწლო ბაზრობაზე იყიდება
24/12/2017