ყოფილ პატიმართა ბიზნესინიციატივების დაფინანსება გრძელდება

20/12/2017

საქართველოს იუსტიციის მინისტრმა კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე უწყების სამომავლო გეგმებზე ისაუბრა და უწყების ძირითადი პრიორიტეტები გამოყო. თეა წულუკიანმა დეპუტატებს „ყოფილ პატიმართა რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის პროგრამის“ შედეგები გააცნო.
“2012 წლის ნოემბრიდან დღემდე ყოფილი პატიმრების რეაბილიტაციისა და დახმარებისათვის გრანტების სისტემით გაიცა ნახევარი მილიონი ლარი. ამ თანხით 110-მდე ყოფილი პატიმრის, მათ შორის 30-მდე ქალის, ბიზნესიდეა დაფინანსდა. ყოფილი პატიმრებისთვის გრანტების პროგრამები გაგრძელდება, რათა მათ შეძლონ, ფეხზე დადგნენ ფინანსურად და საკუთარი ოჯახი არჩინონ. რეციდივის მაჩვენებელი პროგრამაში აქტიურად ჩართულ ათასობით ბენეფიციართან მიმართებით არის მხოლოდ და მხოლოდ 4%. პროგრამაში ჩართვა ნებაყოფლობითია და მისი მიზანი სასჯელაღსრულების დაწესებულებებიდან გათავისუფლებული იმ პირების რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის ხელშეწყობაა, რომლებიც არ არიან პრობაციონერები და სჭირდებათ სახელმწიფოს თანადგომა.“ − განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0