ზესტაფონის მუნიციპალიტეტის ორგანიზებით ინტელექტუალური თამაში მოეწყო

15/12/2017

ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ორგანიზებით, საჯარო და კერძო სკოლებს შორის, ინტელექტუალური თამაში „რა? სად? როდის“ ? მოეწყო. ღონისძიებაში მონაწილეობას 25 სკოლის გუნდი იღებდა. სასურველი შედეგის მისაღწევად გუნდებს სხვადასხვა სირთულისა და შინაარსის კითხვებზე უწევდათ პასუხის გაცემა. ლიდერთა შემადგენლობა ასე გადანაწილდა: პირველი ადგილი და ფულადი პრიზი 600 ლარი, მეორე საჯარო სკოლამ აიღო. მეორე ადგილი სოფელ კვალითის გუნდმა მოიპოვა, რომელსაც კონკურსის პირობების მიხედვით ფულადი ჯილდო 500 ლარი გადაეცა. მესამე ადგილი და ფულადი პრიზი 400 ლარი კი ტაბაკინის საჯარო სკოლის წარმომადგენლებმა აიღეს. ინტელექტუალური თამაშის მონაწილეებს სიგელები და ფულადი პრიზები, საკრებულოს თავმჯდომარემ, ვახტანგ ღამბაშიძემ გადასცა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0