გადაწყვეტილება, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური და უშიშროების სამსახური არ გაერთიანდებოდა, კონსულტაციებით არის მიღებული

05/12/2017

გადაწყვეტილება, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური და უშიშროების სამსახური არ გაერთიანდებოდა, კონსულტაციების შემდეგ იქნა მიღებული, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, მოხდა საკითხის სიღრმისეული განხილვა, ასევე საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება და საბოლოოდ გადაწყვეტილების მიღება აღნიშნული სამსახურების არგაერთიანების შესახებ.

”გადაწყვეტილება მიღებულია კონსულტაციების შედეგად, რაც არის დემოკრატიული პროცესის ნაწილი. ჩვენ ნამდვილად არ გვახსოვს ეს გასული წლებიდან, ადრე ყველაფერი ერთპიროვნულად წყდებოდა. ჩვენ სხვა მმართველობის სტილი გვაქვს, სადაც კონსულტაციების საფუძველზე მიიღება საბოლოო გადაწყვეტილებები. მოხარული ვარ, რომ შედგა სიღრმისეული განხილვა საკითხის. მათ შორის, მთავრობასა და პარლამენტს შორის”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0