დათო გოგუამ გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა

01/12/2017

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერმა დათო გოგუამ და მერის პირველმა მოადგილე გოჩა ჩიქოვანმა , დღეს, სოფელ თაიაში, გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერეს. გზის რეაბილიტაცია ასფალტო–ბეტონის საფარით მიმდინარეობს.
პროექტი გარდამავალია. ის 1 800 000 ლარით რეგ. განვითარების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება.
აღნიშნული პროექტის ფარგლებში , გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები სოფელ ნაფიჩხოვოში, ლედარსალეს უბანშიც ჩატარდა.
ასფალტირებული გზა სულ 7 კმ. და 300 მ. მანძიზე დაიგო.
სამუშაოებს შპს ,,ინდიკო“ ასრულებს.
გზის აღნიშნულ მონაკვეთზე ასფალტო–ბეტონის საფარი დღემდე არ ყოფილა.
საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობისთვის ადგილობრივმა მოსახლეობამ მადლიერება გამოთქვა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0