საშემოდგომო გამწვანების ღონისძიებების ფარგლებში, ჩუღურეთის რაიონში, გამწვანების მორიგი აქცია გაიმართა. კოსტა ხეთაგუროვის სკვერში 14 ძირი სფეროსებრი ნეკერჩხალი დაირგო. გამწვანების აქციაში ჩუღურეთის რაიონის გამგებელმა ზურაბ ჩიკვილაძემ და სოფიკო ჭიაურელის სახელობის თბილისის N54 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა. საშემოდგომო გამწვანების ფარგლებში, ჩუღურეთის რაიონში სულ 500 ხე-მცენარე დაირგვება.
ჩუღურეთის რაიონში, გამწვანების მორიგი აქცია გაიმართა
01/12/2017