ქედის მერიის საგანგებო შტაბი 24 საათიან რეჟიმში აგრძელებს მუშაობას

24/11/2017

ქედის მერიის საგანგებო შტაბი 24 საათიან რეჟიმში აგრძელებს მუშაობას. ამ დროის ინფორმციით, გარდა წონირისისა და ცხმორისის ადმინისტრაციული ერთეულების ნაწილი სოფლებისა, 35 კვ-იანი ელექტროგადამცემი ხაზების დაზიანების გამო, ელექტროენერგია არ მიეწოდება მუნიციპალიტეტის სოფლებს. მობილური ჯგუფები ამ დრომდე აგრძელებენ აღდგენით სამუშაოებს.
რაც შეეხება საავტომობილო გზების გაწმენდით სამუშაოებს, 21 სოფლის ცენტრებამდე დღის განმავლობაში იქნა მიმოსვლა აღდგენილი. საგზაო დეპარტამენტის ქედის წარმომადგენლობის ტექნიკა ამ წუთებშიც ახორციელებს რამოდენიმე მიმართულებით ინტენსიურ სამუშაოებს.
საგანგებო რეჟიმში მუშაობს მუნიციპალიტეტის ყველა უწყება და დროულად რეაგირებს ნებისმიერ შეტყობინებაზე.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0