წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერმა ბესიკ ფარცვანიამ ქალაქ წალენჯიხაში, მაზანდარას ტერიტორიაზე, მიმდინარე ახალი საბავშვო ბაღის სამშენებლო სამუშაოები დაათვალიერა.
ახალ საბავშვო ბაღში მოეწყობა წყალგაყვანილობის სისტემები, მოეწყობა პანდუსები. ეს იქნება-ერთჯგუფიანი, ერთ სართულიანი ევროპული სტანდარტების დონის შენობა, რომელიც გათვლილია 25-აღსაზრდელზე.
სამუშაოებს ასრულებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია „ქალაქმშენსერვისი“, რომლის სახარჯთაღრიცხვო ღირებულება შეადგენს შეადგენს-284 800 ლარს. პროექტი სრულდება რეგიონული განვითარების პროექტების ფონდის ფარგლებში. დასაქამებულია 30-მდე მუშახელი პროექტი გარდამავალია და მომავალი წლის სექტემბრის დასაწყისში დასრულდება.
ბესიკ ფარცვანიამ ახალი საბავშვო ბაღის სამშენებლო სამუშაოები დაათვალიერა
21/11/2017