არჩილ ჯაფარიძემ შიდასამსახურებრივი თათბირი ჩაატარა

20/11/2017

სახელმწიფო რწმუნებულმა–გუბერნატორმა არჩილ ჯაფარიძემ შიდასამსახურებრივი თათბირი ჩაატარა, სადაც გუბერნატორის ახალი მოადგილე გიორგი გონაძე წარადგინა.
გიორგი გონაძეს დამთავრებული აქვს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის და საგარეო ვაჭრობის ფაკულტეტი.
2005–2017 წლებში მუშაობდა შპს ,,ალექსანდრეულის” დირექტორის მოადგილედ. 1993–2006 წლებში იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უფროსი ლაბორანტი. ამავე პერიოდში სხვადასხვა თანამდებობას იკავებდა საქართველოს ეკონომიკის სამინისტროში, სოფლის მეურნეობის განვითარების ფონდსა და საქართველოს სოციალური ინვესტიციების ფონდში.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0