დავით სერგეენკო ამერიკის შეერთებული შტატების დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის წარმომადგენლებს შეხვდა

17/11/2017

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო, მინისტრის მოადგილე ნინო ბერძულთან ერთად საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფ ამერიკის შეერთებული შტატების დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის წარმომადგენლებს შეხვდა. სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე ქვეყანაში ჯანმრთელობის დაცვის სისტემის გაუმჯობესებისთვის სხვადასხვა მიმართულებით გატარებული ღონისძიებები განიხილეს. ყურადღება მიღწეულ შედეგებსა და არსებულ გამოწვევებზე გამახვილდა. დავით სერგეენკომ აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის წარმომადგენლებსა და გლობალური ჯანმრთელობის დაცვის განყოფილების დირექტორ ნენსი ნაითს ქართული ჯანდაცვის სისტემის განვითარების მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0