ვახტანგ გომელაური იაპონიის ელჩს შეხვდა

16/11/2017

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა ვახტანგ გომელაურმა საქართველოში იაპონიის ელჩთან, ტადაჰარუ უეჰარასთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა. მხარეებმა ორი ქვეყნის უსაფრთხოების სამსახურებს შორის არსებული თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები განიხილეს. შეხვედრისას საუბარი შეეხო როგორც მსოფლიოში უსაფრთხოების კუთხით არსებულ ტენდენციებსა და გამოწვევებს, ასევე სამომავლო ორმხრივი თანამშრომლობის განმტკიცების პერსპექტივებს

Tweet about this on TwitterShare on Facebook0