საქართველოს პრეზიდენტმა საქართველოში თურქეთის ელჩთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა

14/11/2017

საქართველოს პრეზიდენტმა საქართველოში თურქეთის ელჩთან ლევენთ გუმრუქჩუსთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა
შეხვედრისას მხარეებმა საქართველო-თურქეთის ურთიერთობა და ქვეყნებს შორის აქტიური ეკონომიკური და პოლიტიკური თანამშრომლობის კიდევ უფრო განვითარების მნიშვნელობა განიხილეს. საუბარი, ასევე შეეხო საქართველოს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში ინტეგრაციის შემდგომ პროცესს.
საქართველოს პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა თურქ დიპლომატს საქართველოსა და თურქეთის ურთიერთობის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის და მას მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0