გიორგი გურასპაშვილმა მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერა

14/11/2017

ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგებელმა გიორგი გურასპაშვილმა გამგეობის ინფრასტრუქტურის განყოფილების უფროს გიორგი პაპიაშვილთან და საკრებულოს წევრ, არჩილ ჩაჩანიძესთან ერთად, მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერა.
დაბა სურამში, ამაღლების ქუჩაზე, 700 გრძივ მეტრიანი ბეტონის გზა ეწყობა. პროექტი, რომლის ჯამური ღირებულება 174 999 ლარია, მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს ადგილობრივების საყოფაცხოვრებო პირობებს.
აქტიურად მიმდინარეობს დაბა სურამში, 26 მაისის ქუჩაზე, სტიქიის შედეგად დაზიანებული დამცავი კედლის მოწყობა, ასევე სტიქიის შედეგად დაზიანებული ხიდებისა და ნაპირსამაგრი კედლების მოწყობა დაბა ქვიშხეთში.
გამგებელმა დიმიტრი ყიფიანის სახლ-მუზეუმის რეაბილიტაციის პროცესიც დაათვალიერა. პროექტისთვის 820 381 ლარია გამოყოფილი. სამუშაოები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს.
ქალაქ ხაშურში, გაგარინის ქუჩაზე სკვერის მოწყობისთვის 89 248 ლარი გამოიყო. პროექტმა კიდევ უფრო გაალამაზა ქალაქის იერსახე და გართობა-დასვენებისთვის მნიშვნელოვანი სივრცე შექმნა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0