აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრთან რამაზ ბოლქვაძესთან ერთად მწვანე კონცხზე იმყოფებოდა, სადაც რეგიონის ტურიზმის განვითარებისათვის უმნიშვნელოვანესი და უპრეცედენტო პროექტი იწყება.საქართველოს ტურიზმის განვითარების ფონდი მწვანე კონცხზე ხუთ ვარსკვლავიან სამკურნალო-გამაჯანსაღებელ სასტუმრო კომპლექს აშენებს. პროექტი უპრეცედენტოა თავისი შინაარსიდან გამომდინარე, იგი საბაგირო გზით დააკავშირებს მწვანე კონცხსა და შავი ზღვის სანაპიროს. სამკურნალო-გამჯანსაღებელი კომპლექსი, დამსვენებლებს წელიწადის ნებისმიერ დროს მოემსახურება, რაც თავის მხრივ ოთხი სეზონის ტურიზმის განვითარებას შეუწყობს ხელს.
25 წელზე მეტია, რაც მწვანე კონცხზე 80-იან წლებში მოწყობილი ღია სავარძლიანი საბაგირო გზა დანგრეულია და აღარ ფუნქციონირებს. პროექტის ფარგლებში, უმაღლესი სტანდარტის გერმანული კომპანია, დოპელმაიერის მიერ მოეწყობა ახალი, საზოგადოებრივი დანიშნულების საბაგირო გზა, რომლის გამტარობაც დღეში 5000 ადამიანი იქნება და ნებისმიერი მსურველი ზღვიდან, რამდენიმე წუთში აღმოჩნდება მწვანე კონცხზე. საბაგიროს განვითარების ფარგლებში ქვედა სადგურის მიმდებარედ მოეწყობა კაფე-რესტორანი და საცუარაო აუზი.
პროექტისთვის საჭირო მიწის ფართობი კომპანიამ შეიძინა საბაზრო ფასად, კომპლექსის მიმდებარე სანაპირო ზოლი, როგორც დაგეგმილი იყო, იქნება ღია და საზოგადოებრივი დანიშნულების.
მწვანე კონცხზე ხუთ ვარსკვლავიანი სამკურნალო-გამაჯანსაღებელი სასტუმრო კომპლექსი აშენდება
07/11/2017