საკრებულოში გარემოს დაცვის კომისიის სხდომა გაიმართა

06/11/2017

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში გარემოს დაცვის კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე შორენა ბუხრაშვილი უძღვებოდა.
დეპუტატებმა დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამტკიცების შესახებ „ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 30 დეკემბრის N:20-105 დადგენილებაში“ ცვლილებების შეტანის თაობაზე იმსჯელეს.
აღნიშნული ცვლილებების თაობაზე ინფორმაცია საკრებულოს წევრებს თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურის სამსახურის წარმომადგენლებმა მიაწოდეს.
დეპუტატების გადაწყვეტილებით, საკითხების ნაწილს დადებითი რეკომენდაცია მიეცა, ნაწილი კი დამატებითი შესწავლის მიზნით კომისიის უახლოეს სხდომამდე გადაიდო. საკრებულოს წევრებმა დღესვე კომისიის წინა სხდომებზე გადადებული და სხვა მიმდინარე საკითხებიც განიხილეს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0