ლევან დავითაშვილი ისრაელის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა

06/11/2017

სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი ისრაელის რესპუბლიკის ელჩს საქართველოში შაბთაი ცურის შეხვდა.
შეხვედრის მიზანი ლევან დავითაშვილის ისრაელის რესპუბლიკაში კოლეგასთან – ური არიელთან ვიზიტის საორგანიზაციო საკითხების განხილვა იყო.
ვიზიტის ფარგლებში, სოფლის მეურნეობის მინისტრი ებრაელ კოლეგასთან განიხილავს ქართული სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ექსპორტის შესაძლებლობების საკითხებს.
ასევე, დაგეგმილია სამელიორაციო სისტემების, სასათბურე მეურნეობების ტექნიკური განვითარების მიმართულების გაცნობა და გამოცდილების გაზიარება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0