ბაღდათის მუნიციპალიტეტში საერთო სახალხო დღესასწაული “ბაღდათობა 2017”, მრავალფეროვანი და მასშტაბური ღონისძიებებით აღინიშნა.
დღესასწაული ბაღდათის საკათედრო ტაძარში საზეიმო ლიტურგიით დაიწყო, შემდეგ კი მოწვეულმა სტუმრებმა ეთნოკუთხეებთან გადაინაცვლეს, სადაც ტრადიციული რეწვის ნიმუშები და ადგილობრივი სამზარეულო იყო წარმოდგენილი.
“ბაღდათობა 2017” – ის ფარგლებში, კულტურის ცენტრში, საპატიო ბაღდათლების დაჯილდოების ცერემონია და კონცერტი გაიმართა, რომელშიც ადგილობრივი შემოქმედებითი ჯგუფები მონაწილეობდნენ.
საერთო სახალხო დღესასწაულს ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტი ანტონი, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული–გუბერნატორი გივი ჭიჭინაძე, პირველი მოადგილე გრიგოლ დალაქიშვილი, ვიცე–გუბერნატორი იოსებ ხახალეიშვილი, ბაღდათის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი არჩილ გოქსაძე, იმერეთის მუნიციპალიტეტის მერები და სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.
“ბაღდათობა 2017”, მრავალფეროვანი და მასშტაბური ღონისძიებებით აღინიშნა
26/10/2017