მთავარ პროკურატურაში ოჯახური დანაშაულის თემაზე კონფერენცია გაიმართა

25/10/2017

საქართველოს მთავარ პროკურატურაში, გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით, ოჯახური დანაშაულის თემაზე კონფერენცია გაიმართა. შეხვედრა მთავარმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ გახსნა.
შეხვედრას ესწრებოდნენ მთავარი პროკურორის მოადგილეები, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე, იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე ალექსანდრე ბარამიძე, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე შალვა ხუციშვილი, პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია, სხვადასხვა სახელმწიფო უწყების, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების, აგრეთვე სამეცნიერო წრეების წარმომადგენლები.
კონფერენციაზე პროკურატურის მიერ წარმოდგენილი იქნა ოჯახური დანაშაულის და ქალთა მიმართ ჩადენილი მკვლელობების ანალიზი. მონაწილეებს მიეწოდათ ინფორმაცია მოძალადეთა მიმართ განხორციელებული სისხლის სამართლის პოლიტიკის, ძალადობასთან ეფექტიანი ბრძოლის მიზნით განხორციელებული აქტივობებისა და პრევენციული ღონისძიებების შესახებ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0