მთავარმა პროკურატურამ ამერიკის შეერთებულ შტატებში ოჯახურ დანაშაულზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციის ექსპერტებს უმასპინძლა

24/10/2017

საქართველოს მთავარმა პროკურატურამ ამერიკის შეერთებულ შტატებში ოჯახურ დანაშაულზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაცია ,,Global Rights For Women”-ის ექსპერტებს უმასპინძლა, რომლებიც საქართველოში რისკის შეფასების სისტემის დანერგვაზე მუშაობენ. სტუმრები ოჯახური დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით საქართველოს პროკურატურაში მიმდინარე რეფორმებს გაეცნენ. მათვე მიეწოდათ ინფორმაცია ამ მიმართულებით საპროკურორო საქმიანობის, სისხლის სამართლის პოლიტიკის, პროკურორთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და პრევენციული ღონისძიებების შესახებ.
პროკურატურის წარმომადგენლებმა „Global Rights For Women”-ს მადლობა გადაუხადეს ოჯახური დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით პროექტების მხარდაჭერისთვის.
შეხვედრის დასასრულს მხარეებმა საქართველოს პროკურატურასა და ,,Global Rights For Women”-ს შორის მომავალში თანამშრომლობის პერსპექტივებზეც ისაუბრეს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0