სენაკის მუნიციპალიტეტის გამგებელმა სტრასბურგში, ევროსაბჭოს 33-ე რეგიონალური კონგრესის პლენარულ სესიაში მიიღო მონაწილეობა

20/10/2017

სენაკის მუნიციპალიტეტის გამგებელმა გოჩა დგებუაძემ, სტრასბურგში, ევროსაბჭოს 33-ე რეგიონალური კონგრესის პლენარულ სესიაში მიიღო მონაწილეობა. დელეგაციის შემადგენლობაში შედიოდა თბილისის მერი დავით ნარმანია და სხვა თვითმმართველობის ხელმძღვანელები.
ამ წლის სესიაზე ,,დეცენტრალიზებული პოლიტიკა მიგრანტების წარმატებული ინტეგრაციისთვის’’ მოისმინეს ახალგაზრდა მიგრანტების ჩვენებები და განიხილეს მიგრანტი ბავშვების ინტეგრაცია. სამონიტორინგო საქმიანობის კონტექსტში, კონგრესმა შეისწავლა ადგილობრივი და რეგიონალური სიტუაცია იტალიაში, სერბეთსა და შვეიცარიაში.
კონგრესის წევრებმა გამართეს დისკუსა კატალონიაში არსებულ სიტუაციზე, აგრეთვე გაიმართა თემატური დებატები ახალგაზრდებსა და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაზე, ევროპული ასოცოაციებისა და ორგანიზაციების დემოკრატიის ხელშეწყობაზე ევროპაში და ქალთა მონაწილეობაზე პოლიტიკურ ცხოვრებაში რეგიონალურ დონეზე.
ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფალთა კონგრესი პან-ევროპული პოლიტიკური კრებაა, რომელიც ხელისუფლების წარმომადგენლებს აერთიანებს 47 ევროპული ქვეყნიდან.
კონგრესის დანიშნულებაა დემოკრატიის მხარდაჭერა ადგილობრივ და რეგიონულ დონეზე, ადგილობრივი და რეგიონული მთავრობების შესაძლებლობების გაუმჯობესება და ხელისუფლების თვითმმართველობების გაძლიერება. მისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ევროპის საბჭოს ქარტიის მიერ ადგილობრივი თვითმმართველობებისთვის დადგენილი პრინციპების შესრულება. ის ხელს უწყობს დელეგირებისა და რეგიონალიზაციის პროცესებს და ქალაქებსა და რეგიონებს შორის თანამშრომლობას.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0