„საქართველო – სომხეთის სამართლებრივი თანამშრომლობის მე-2 ფორუმის“ ფარგლებში, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა კახა კახიშვილმა სომხეთის იუსტიიციის მინისტრს დავით არუთინიანს უმასპინძლა.
შეხვედრის მთავარ საკითხებს სომხეთ – საქართველოს პარტნიორული კავშირების გაღრმავება და საქართველოს მიერ სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სფეროებში გატარებული და დაგეგმილი რეფორმების გაცნობა წარმოადგენდა.
შეხვედრაზე კახა კახიშვლმა საქართველო – სომხეთის მრავალსაუკუნოვან მეგობრობასა და მჭიდრო მეზობლურ ურთიერთობებს გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ ორი ქვეყნის გამოცდილება მნიშვნელოვანია სამომავლო თანამშრომლობისთვის.
მინისტრმა სტუმრებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სისტემაში გატარებული, ასევე, მიმდინარე რეფორმებისა და სამომავლო გეგმების შესახებ. კახა კახიშილის განცხადებით, უწყების ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტს მსჯავრდებულთა/ბრალდებულთა რესოციალიზაცია, პროფესიული განათლების მიღებისა და დასაქმების შესაძლებლობების გაზრდა წარმოადგენს. საუბარი შეეხო პენიტენციური ჯანდაცვის ხარისხის გაუმჯობესებასა და სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდასაც.
როგორც სომხეთის რესპუბლიკის იუსტიციის მინისტრმა აღნიშნა, მათთვის განსაკუთრებით საინტერესოა საქართველოს სასჯელაღსრულების სფეროში გატარებული რეფორმები.
„ჩვენი მთავარი მიზანი იმ გამოცდილების გაზიარებაა, რასაც საქართველომ სასჯელაღსრულების სისტემაში გატარებული რეფორმების შედეგად მიაღწია. უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს ამ სფეროში მნიშვნელოვანი წარმატება აქვს. სომხეთი ახლა გეგმვას სასჯელაღსრულების სისტემის რეფორმირებას და საქართველოს გამოცდილება მნიშნელოვნად დაგვეხმარება“- აღნიშნა სომხეთის იუსტიციის მინისტრმა დავით არუთინიანმა.
სტუმარებმა სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროში ელექტრონული მონიტორინგის ცენტრი დაათვალიერეს.
„საქართველო – სომხეთის სამართლებრივი თანამშრომლობის ფორუმი“ რიგით მეორეა და ის 2015 წელს ერევანში ჩატარდა.
კახა კახიშვილმა სომხეთის იუსტიიციის მინისტრს დავით არუთინიანს უმასპინძლა
20/10/2017