აზიური ფაროსანას იდენტიფიკაციის და არეალის დადგენის მიზნით, სურსათის ეროვნული სააგენტოს მცენარეთა დაცვის სპეციალისტებმა,თბილსის მერიასთან შეთანხმებით პარკებში, ბაღებსა და ტყე-პარკებში სპეციალური მოსაზიდი ხაფანგები(ფერომონები) უკვე დაამონტაჟეს შემდეგ ადგილებში:
ვაკის პარკი; პარკი „მზიური“;ვ.გოძიაშვილის სახ.პარკი;რიყის პარკი;ვეტერანთა, დასვენების და კულტურის პარკი(კიკვიძის პარკი);დიღმის ტყე-პარკი;თბილისის ზღვის პარკი; დედა ენის პარკი;9 აპრილის პარკი;9 მარტის პარკი;ვერის პარკი. მონიტორინგის შედეგების გათვალისწინებით, მავნებლის გამოვლენის შემთხვევაში, თბილისის მერიასთან და გარემოს დაცვის სამინსიტროსთან ერთად დაიგეგმება შესაბამისი ღონისძიებები.
ამასთან გრძელდება სრულმასშტაბიანი მონიტროინგი , მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე დამონტაჟებულია 21 ათასი მოსაზიდი ხაფანგი და მოქმედებს ცხელი ხაზი (15-01).
აზიური ფაროსანას მონიტორინგი დედაქალაქში მიმდინარეობს
15/10/2017