ჩვენ მნიშვნელოვნად გავზარდეთ პროგნოზების საიმედოობა

15/10/2017

დიმიტრი ქუმსიშვილმა საქართველოს საგადასახადო სისტემაში განხორციელებული რეფორმების შესახებ მოხსენება გააკეთა.
ტრანსფორმირებადი საგადასახადო სისტემა განვითარებად ქვეყნებში: საგადასახადო პოლიტიკის საშუალოვადიანი სტრატეგია. პირველი ვიცე-პრემიერი, ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი, ხოლო მთავარ მაგალითად საქართველოში განხორციელებული და საშუალო ვადაში განსაზღვრული საგადასახადო სფეროს რეფორმები დასახელდა.
პირველი ვიცე-პრემიერის განცხადებით, ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, საქართველოში დაინერგა საშუალოვადიანი ბიუჯეტირების განხორციელების სტრატეგია. შედეგად, დღეს საქართველოს ბიუჯეტის პროექტთან ერთად წარადგენს საშუალო პერიოდზე გათვლილ ჩარჩო დოკუმენტს, სადაც მოცემულია საბიუჯეტო პარამეტრების პროგნოზები. მისი თქმით, იმისათვის საზოგადოებასა და ბიზნესს ჰქონდეს ნდობა აღნიშნული პროგნოზების მიმართ, ის უნდა გახდეს მეტად გამჭვირვალე, გასაგები და გაცილებით ინსტრუმენტალური. „ჩვენ მნიშვნელოვნად გავზარდეთ პროგნოზების საიმედოობა“, – განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0