მიხეილ ჯანელიძე მონაწილეობას იღებს „საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციაში

12/10/2017

საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე მონაწილეობას იღებს „საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციაში, რომელსაც თავდაცვის სამინისტრო ქ. ბათუმში 2017 წლის 11-12 ოქტომბერს მასპინძლობს.
საქართველოს ვიცე-პრემიერის შეფასებით აღნიშნული კონფერენცია წარმოადგენს მნიშვნელოვან რეგიონალურ პლატფორმას, რომელზეც წარმატებულად განიხილება არა მხოლოდ საქართველოსთან დაკავშირებული საკითხები, არამედ რეგიონალური და გლობალური გამოწვევები და მათი გადაჭრის გზები.
მისი შეფასებით წელს კონფერენციის ფარგლებში ქართულმა მხარემ – საქართველოს პრეზიდენტმა, პრემიერ-მინისტრმა და პარლამენტის თავმჯდომარემ, ისაუბრეს იმ გამოწვევებზე, რომელიც ქვეყანას აქვს საქართველოს ოკუპირებული რეგიონების სახით, ასევე კონფერენციის მონაწილეებს გააცნეს საქართველოს პროგრესი მრავალი მიმართულებით.
მინისტრის შეფასებით წელს საქართველო აღნიშნულ საერთაშორისო კონფერენციას შეხვდა მნიშვნელოვანი მიღწევებით, რაც გამოიხატა ცალკეულ სფეროებში გატარებული დემოკრატიული რეფორმებით, ასევე წარმატებული თანამშრომლობით ევრო-ატლანტიკურ ორგანიზაციასთან და ევროპელ პარტნიორებთან.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0