ლიკა ქავჟარაძე გარდაიცვალა

12/10/2017

კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ქართული კინოს ვარსკვლავის ლიკა ქავჟარაძის გარდაცვალების გამო.
მსახიობი 1959 წლის 26 ოქტომბერს დაიბადა. 1978 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია ფორტეპიანოს სპეციალობით. პოპულარული გახდა მარიტას როლის შესრულებით თენგიზ აბულაძის მიერ 1976 წელს გადაღებულ ფილმში “ნატვრის ხე”. მას ასევე შესრულებული აქვს როლები ფილმებში “პეპელა” (1977), კავკასიური რომანსი“ “დემეტრე თავდადებული” (1982), “ოჯახი” (1985) და სხვა.
სამინისტრო უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახს და მისი შემოქმედების გულშემატკივრებს

Tweet about this on TwitterShare on Facebook0