სამართლიანი და კონკურენტული წინასაარჩევნო გარემოს უზრუნველსაყოფად კომისია რეკომენდაციით მიმართავს საგანმანათლებლო რესურსცენტრების ხელმძღვანელებს, საჯარო სკოლებისა და ბაგა-ბაღების თანამშრომლებს:
რესურსცენტრების ხელმძღვანელებმა, საჯარო სკოლებისა და ბაგა-ბაღების თანამშრომლებმა სასწავლო პროცესის პოლიტიზების თავიდან აცილების მიზნით სამუშაო დღის განმავლობაში, მათ შორის, შესვენებისას ან სამსახურებრივი ფუნქციების შესრულებისას, თავი შეიკავონ პოლიტიკური აგიტაციისგან, მათ შორის, სოციალურ ქსელებში, ასევე, მათი აღსაზრდელების/მოსწავლეების წინასაარჩევნო პროცესებში ჩართვისაგან და მაქსიმალურად გამიჯნონ საკუთარი პროფესიული საქმიანობა საარჩევნო პოლიტიკური პროცესებისგან.
თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორისი კომისია. 2017 წლის 9 ოქტომბრი.
უწყებათაშორისმა კომისიამ პედაგოგებისთვის, საგანმანათლებლო რესურსცენტრებისა და ბაგა-ბაღების თანამშრომლებისთვის რეკომენდაცია გამოსცა
10/10/2017