საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბაზაზე დაარსებული ტექნიკური გადამზადების ცენტრი, სახელმწიფოს მიერ 100%-ით დაფინანსებულ ახალ პროფესიულ პროგრამებზე პირველ სტუდენტებს მიიღებს. სტუდენტები ცენტრში დაეუფლებიან თანამედროვე, შრომის ბაზრის მოთხოვნების შესაბამის პროფესიებს მექანიკური ინჟინერიის ტექნიკოსის, მაღალი ძაბვის ელექტრიკოსის, მექატრონიკის ტექნიკოსისა და სამრეწველო ავტომატიზაციის ტექნიკოსის მიმართულებით. ყველა პროგრამა შესაბამისობაშია ევროპულ სტანდარტებთან და წარმატებული კურსდამთავრებულები, პროფესიული განათლების დიპლომთან ერთად, საერთაშორისო დონეზე აღიარებულ გერმანულ სერტიფიკატს მიიღებენ, რომელიც გერმანიის სავაჭრო და სამრეწველო პალატის მიერ აკრედიტირებული ორგანიზაციის მიერ გაიცემა.
პროფესიულ განათლებაში ახალი პროგრამები ამოქმედდება
09/10/2017