ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრში ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ვიქტორ დოლიძემ არასამთავრობო ორგანიზაციის „სიდა“ მიერ გამართული უვიზო მიმოსვლის შესახებ რეგიონული საინფორმაციო კამპანიის „ევროპა სახლია“ პრეზენტაცია გახსნა. „ვაგრძელებთ ამ კამპანიას, პრაქტიკულად, არ გავჩერებულვართ. ის მხოლოდ უვიზო მიმოსვლას არ შეეხება. ეს არის ზოგადად ევროპის პოპულარიზაციის კამპანია, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო „სიდას“ ამგვარი ინციატივისთვის, რადგან სამოქალაქო სექტორის გარეშე, ალბათ, ძალიან გაგვიჭირდებოდა, სრულფასოვნად გვეწარმოებინა კამპანია და ამის გაგრძელებას ვანიჭებთ დიდ მნიშვნელობას“,-განაცხადა ვიქტორ დოლიძემ პრეზენტაციაზე ჟურნალისტებთან საუბრისას. უვიზო მიმოსვლის შესახებ რეგიონული საინფორმაციო კამპანიის ფოკუსირებულია საქართველოს რეგიონებზე, განსაკუთრებით მაღალმთიან, საზღვრისპირა, კოფლიქტური, ეთნიკური უმცირესობებით დასახლებული მუნიციპალიტეტებსა და სოფლებზე
უვიზო მიმოსვლაზე რეგიონული საინფორმაციო კამპანიის პრეზენტაცია გაიმართა
09/10/2017