ხელისუფლება აგრძელებს ფისკალური რისკების მართვას, საგადასახადო სამსახურის გაძლიერებას, და საჯარო სამსახურის ეფექტურობის ზრდას

09/10/2017

“ხელისუფლება აგრძელებს ფისკალური რისკების მართვას, საგადასახადო სამსახურის გაძლიერებას, და საჯარო სამსახურის ეფექტურობის ზრდას. ხელისუფლების მიზანია, ფისკალური რისკების საჯაროობის და საჯარო ფინანსების მართვის გამჭვირვალეობის კიდევ უფრო გაუმჯობესება” – განაცხადა სსფ-ის მისიის ხელმძღვანელმა, მერსედეს ვერა-მარტინმა საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგრამის პირველი მიმოხილვის დასრულებასთან დაკავშირებით გამართულ ბრიფინგზე.
მისი თქმით, არსებული მონეტარული პოლიტიკა ვითარების შესაბამისია და ფასების სტაბილურობის უზრუნველყოფისკენ არის მიმართული. მისია ასევე მიესალმება პროგრესს სტრუქტურული რეფორმებში.
„მნიშვნელოვანი გადამწყვეტი ნაბიჯები შედეგად მოიტანს სწრაფ და ინკლუზიურ ზრდას. პრიორიტეტულია საჯარო ინვესტიციების დაჩქარება, ბიზნეს გარემოს გაუმჯობესება, განათლების რეფორმა და მართვის სისტემების დახვეწა,“ – განაცხადა სსფ-ის მისიის ხელმძღვანელმა, მერსედეს ვერა-მარტინმა.
“ხელისუფლება აგრძელებს ფისკალური რისკების მართვას, საგადასახადო სამსახურის გაძლიერებას, და საჯარო სამსახურის ეფექტურობის ზრდას. ხელისუფლების მიზანია, ფისკალური რისკების საჯაროობის და საჯარო ფინანსების მართვის გამჭვირვალეობის კიდევ უფრო გაუმჯობესება. მნიშვნელოვანი გადამწყვეტი ნაბიჯები შედეგად მოიტანს სწრაფ და ინკლუზიურ ზრდას. პრიორიტეტულია საჯარო ინვესტიციების დაჩქარება, ბიზნეს გარემოს გაუმჯობესება, განათლების რეფორმა და მართვის სისტემების დახვეწა“ – სსფ-ის მისიის ხელმძღვანელმა, მერსედეს ვერა-მარტინი

Tweet about this on TwitterShare on Facebook0