საქართველო სწორი მიმართულებით მიდის; ჩვენთვის მნიშვნელოვანია, გავაუმჯობესოთ ორმხირივი ურთიერთობები და სტრატეგიული პარტნიორობა, – ამის შესახებ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელწიფო მინისტრმა ევროპის საკითხებში მიხაელ როთმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრისას განაცხადა.
საუბარი შეეხო საქართველო-გერმანიის ორმხრივი თანამშრომლობის მნიშვნელოვან საკითხებს, ორი ქვეყნის მეგობრულ, 25-წლიან დიპლომატიურ ურთიერთობას, ქვეყანაში მიმდინარე რეფორმებს და ევროკავშირთან ურთიერთობას.
შეხვედრისას ხაზგასმით აღინიშნა ვიზალიბერალიზაციის მნიშვნელობა საქართველოს მოქალაქეებისთვის, ასევე – საქართველოს, როგორც აღმოსავლეთ პარტნიორობის მოწინავე ქვეყნის მიერ მიღწეული პროგრესი.
პრემიერ-მინისტრმა გერმანიას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ გერმანიას, საქართველოს სახით, რეგიონში საიმედო პარტნიორი ჰყავს.
შეხვედრისას, ყურადღება დაეთმო განათლების სისტემის რეფორმას და ამ პროცესში გერმანული გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობას, ასევე – ორ ქვეყანას შორის არსებული ჰუმანიტარულ-კულტურულ კავშირების გაღრმავებას.
საქართველო სწორი მიმართულებით მიდის
09/10/2017