61-ე საჯარო სკოლის ახალი შენობა გაიხსნა. სკოლა ძველი შენობის ადგილზე აშენდა, სადაც ავარიული შენობის დემონტაჟი განხორციელდა.
სკოლის ახალი შენობა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისია – გათბობის სისტემით, შიდა სპორტული და სააქტო დარბაზებით, ბიბლიოთეკით, საბუნებისმეტყველო კლას-კაბინეტით, სკოლა ადაპტირებულია სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის, მოეწყო პანდუსები, ლიფტი, როგორც მთავარ, ასევე სპორტული დარბაზის შესასვლელებში. ადაპტირებულია სველი წერტილებიც. სკოლას აქვს ექიმის კაბინეტი, კვების ბლოკი, აღჭურვილია ახალი ინვენტარითა და ტექნიკით. სკოლას ამ ეტაპზე 1130 მოსწავლე ირიცხება.
61-ე საჯარო სკოლის ახალი შენობა გაიხსნა
06/10/2017