საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაცია ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის 63-ე წლიურ სესიაში მიიღებს მონაწილეობას

06/10/2017

ირაკლი სესიაშვილის ხელმძღვანელობით, საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაცია ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის 63-ე წლიურ სესიაში მიიღებს მონაწილეობას
მიმდინარე წლის 6-9 ოქტომბერს, რუმინეთის დედაქალაქში ბუქარესტში, გაიმართება ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის რიგით 63-ე წლიური სესია.
აღნიშნულ ღონისძიებაზე, რიგ საკითხებთან ერთად როგორიცაა ალიანსის წინაშე არსებული გამოწვევები და რუსეთთან ურთიერთობა, ასევე განიხილება შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების თემები.
საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციას ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეაში ხელმძღვანელობს ირაკლი სესიაშვილი. ასევე დელეგაციაში შედიან ირაკლი ბერაია და სერგი კაპანაძე.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ საქართველომ, მიმდინარე წლის მაისში უმასპინძლა ასამბლეის საგაზაფხულო სესიას, რაც, თავის მხრივ, ისტორიული მოვლენა იყო არამხოლოდ საქართველოსთვის, არამედ ასამბლეისთვისაც, რადგანაც საქართვლო გახდა ალიანსის რიგით 5-ე არაწევრი ქვეყანა, რომელმაც ასამბლეის სესიას მასპინძლობდა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0