სოფელ კლდეში „სოფლის სახლი“-ს რეაბილიტაცია დაიწყო.
პროექტის ფარგლებში მოხდება შენობის შიდა ინტერიერის მოწყობა და შეიღებება ფასადი. შეიცვლება კარ-ფანჯარა, დაიგება იატაკი, დამონტაჟდება საკანალიზაციო სისტემა და მოეწყობა ელექტრო გაყვანილობა.
„სოფლის სახლში“ გამგებლის წარმომადგენლის და დეპუტატის ოთახი განთავსდება, ასევე გაკეთდება ამბულატორია. ახალგაზრდებისათვის მოეწყობა დარბაზი და სპეციალურად მათთვის თავშეყრის ადგილი გამოიყოფა.
პროექტს ადგილობრივი ბიუჯეტიდან 73 994 ლარით ფინანსდება.
სოფელ კლდეში „სოფლის სახლი“-ს რეაბილიტაცია დაიწყო
05/10/2017