პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელმა, სოფიო ქაცარავამ და ასამბლეის ვიცეპრეზიდენტმა, გიორგი წერეთელმა სამი დღის განმავლობაში სესიის ფარგლებში გამართულ ღონისძიებებს დაესწრნენ და სხვადასხვა ფორმატის შეხვედრებში მონაწილეობა მიიღეს.
ზღვის ფორუმს და აბრეშუმის გზის ჯგუფის შეხვედრას დაესწრო და ანტიტერორისტული ქვეკომიტეტის სხდომაზე სიტყვით გამოვიდა, რომელზეც გლობალური უსაფრთხოების საკითხებში საქართველოს ჩართულობასა და მისი კონტრიბუციის მნიშვნელობაზე ისაუბრა. დელეგაციის ხელმძღვანელის ინიციატივით და ორგანიზებით, ანდორაში სპეციალური ღონისძიება – „ადამიანის ფუნდამენტური უფლებები და უსაფრთხოების საკითხები გაიმართა“, რომელსაც საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციების მხრიდან დადებითი შეფასება და გამოხმაურება მოყვა. ანდორაში გამართულ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში სოფიო ქაცარავამ გერმანიის, ჩეეთის და ბელგიის დელეგაციის წარმომადგენლებთან ორმხრივი შეხვედრები გამართა, რომელზეც სახელმწიფოთაშორის თანამშრომლობის თემებთან ერთად, საქართველოში მიმდინარე დემოკრატიული რეფორმები და ადამიანის უფლებების დაცვის მაღალი სტანდარტის დამკვიდრების მნიშვნელობა იქნა შეფასებული.
სოფიო ქაცარავა: „ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის საშემოდგომო სესიაზე მსოფლიოში მიმდინარე მნიშვნელოვანი და აქტუალური თემები განვიხილეთ, როგორიცაა კონფლიქტები, კიბერუსაფრთხოება, განათლება და კლიმატის ცვლილებები. ორმხრივი შეხვედრები გავმართეთ ეუთო-ს წევრი ქვეყნების დელეგაციებთან და ვუმასპინძლეთ მნიშვნელოვან ღონისძიებას თემაზე „ადამიანის ფუნდამენტური უფლებები და უსაფრთხოება“. მინდა კიდევ ერთხელ აღვნიშნო, რომ მონაწილე დელეგატების მხრიდან ჩვენი ღონისძიების მიმართ ძალიან დიდი ინტერესი იყო. მსგავსი ღონისძიებების ჩატარება მიმართულია საქართველოს, როგორც დემოკრატიული ქვეყნის ცნობადობის კიდევ უფრო გაზრდისა და საპარლამენტო დიპლომატიაში მნიშველოვანი როლის განმტკიცებისკენ. აღსანიშნავია, რომ ეუთოს ფარგლებში უკვე გარკვეულ ტრადიციად დავამკვიდრეთ მსგავსი კონფერენციების ჩატარება ჩატარება“.
ანდორა ლა ველაში ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის საშემოდგომო სესია დასრულდა
05/10/2017