ლევან დავითაშვილი უნგრეთის ახალ ელჩს შეხვდა

05/10/2017

სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი უნგრეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში ვიქტორია ჰორვატს შეხვდა. როგორც მინისტრმა შეხვედრაზე აღნიშნა, უნგრეთსა და საქართველოს აქვს პოტენციალი წარმატებით ითანამშრომლონ არაერთი და, მათ შორის, აგრარული მიმართულებით. ლევან დავითაშვილმა ელჩს სოფლის მეურნეობის განვითარების მხარდამჭერი სახელმწიფო პროგრამები და დღეისათვის დარგში არსებული მდგომარეობა გააცნო. მინისტრმა განსაკუთრებული ყურადღება სოფლის განვითარების სტრატეგიაზე გაამახვილა. ვიქტორია ჰორვატმა ქვეყნებს შორის პარტნიორული ურთიერთობის და ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობის საკითხზე ისაუბრა. სოფლის მეურეობის სამინისტროში გამართულ შეხვედრას მინისტრის პირველის მოადგილე ნოდარ კერესელიძე ესწრებო

Tweet about this on TwitterShare on Facebook0