აკ. წერეთლის სახელობის ქალაქ ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკის ამერიკულ კუთხეს საქართველოში აშშ-ის ელჩის მოადგილე, ქალბატონი ელიზაბეთ რუდი ეწვია. საპატიო სტუმარი ბიბლიოთეკის დირექტორმა და ამერიკული კუთხის თანამშრომლებმა მიიღეს. შეხვედრაზე ქალბატონ რუდს კოორდინატორება ამერიკული კუთხის პროგრამები და რესურსები გააცნეს. ელჩის მოადგილესთან შეხვედრის შესაძლებლობა ბათუმის ამერიკული კუთხის “ახალგაზრდა ელჩების” პროგრამის მონაწილეებსაც მიეცათ. ახალგაზრდებმა შეხვედრაზე სტუმარს დიპლომატიური საქმიანობის შესახებ შეკითხვები დაუსვეს.
ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკის ამერიკულ კუთხეს საქართველოში აშშ-ის ელჩის მოადგილე ეწვია
05/10/2017