ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებელი ზაზა ურუშაძე და ა(ა)იპ “სკოლამდელი აღზრდის ცენტრის” ხელმძღვანელი დავით წულაძე საბავშვო ბაღებს ესტუმრნენ.
ნიგოითისა და ლესის ადმინისტრაციულ ერთეულებში ახალი საბავშვო ბაღი აშენდა, ხოლო შუხუთის საბავშო ბაღს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა.
ლესის საბავშვო ბაღის შენობისთვის გამოყოფილი იყო 449 381 ლარი და ის სამ ჯგუფზეა გათვლილი.
ნიგოითის ბაღი ორი ჯგუფისთვისაა განკუთვნილი და მისთვის 52 111 ლარი დაიხარჯა.
რაც შეეხება შუხუთის საბავშვო ბაღს, აქ ისეთი რთული მდგომარეობა დახვდათ მშენებლებს, რომ დაუჯერებელიც კი იყო, ასეთი შეონა თუ გამოვიდოდა.
სრული რეაბილიტირებისთვის გამოყოფილი იყო 115 563 ლარი.
შეგახსენებთ, რომ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში სრულად რეაბილიტირდა 19 და აშენდა შვიდი ახალი საბავშვო ბაღი. საერთო ჯამში, ბაღების მშენებლობასა და რეაბილიტაციაზე ბოლო სამი წლის განმავლობაში სამ მილიონ ლარამდე დაიხარჯა.
ნიგოითისა და ლესის ადმინისტრაციულ ერთეულებში ახალი საბავშვო ბაღი აშენდა, შუხუთის საბავშო ბაღს რეაბილიტაცია ჩაუტარდა
03/10/2017