ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილები ალავერდის საკათედრო ტაძრიდან ხორნაბუჯისა და ჰერეთის ეპარქიაში გუშინ გადმოაბრძანეს. სიწმინდე დედოფლისწყაროს ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძარშია დასვენებული და მორწმუნეებს მისი მოლოცვის საშუალება აქვთ. მოწამე დედოფლის წმინდა ნაწილებს ხვალ 14 საათზე ბოდბეში გადააბრძანებენ.
ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილები დედოფლისწყაროშია
02/10/2017