თქვენ ხართ ადამიანები, რომლებმაც განიცადეს ძალიან დიდი ტკივილი

30/09/2017

„თქვენ ხართ ადამიანები, რომლებმაც განიცადეს ძალიან დიდი ტკივილი. მე მჯერა, რომ ჩვენ აუცილებლად დავბრუნდებით აფხაზეთსა და სამაჩაბლოში. ეს ორი რეგიონი არის საქართველო, ჩვენი სამშობლო, მაგრამ თბილისი ჩვენი დედაქალაქია და თითოეული ჩვენგანის სურვილია, ხვალინდელი თბილისი იყოს უფრო უკეთესი, მოწესრიგებული და ლამაზი. ჩვენ ყველას კარგად გვესმის, რომ ბევრი პრობლემაა ქალაქში და უნდა გადაიდგას კონკრეტული ნაბიჯები, რათა ისინი მოგვარდეს“ – აღნიშნული განცხადება კახა კალაძემ აფხაზეთიდან დევნილ საზოგადოებასთან შეხვედრისას გააკეთა.
„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატმა აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირებთან თბილისის განვითარების ხედვაზე, დაგეგმილ მიმართულებებზე და პროექტებზე ისაუბრა.
მისი თქმით, ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებისათვის ღონისძიებები სამი მიმართულებით განხორციელდება: პარკებისა და სკვერების რეაბილიტაცია და ახალი მწვანე სივრცეების შექმნა; მუნიციპალური ტრანსპორტის განახლება და განვითარება; მშენებლობის სტანდარტების დახვეწა ეკოლოგიის და უსაფრთხოების მიმართულებით.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0