ვიქტორ დოლიძემ პოლანსკის ფონდში გამართულ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა

29/09/2017

“თანამედროვე საინფორმაციო გარემო და სტრატეგიული კომუნიკაციების როლი”-აღნიშნულ თემაზე მრგვალი მაგიდის ფორმატში დისკუსია გაიმართა 29 სექტემბერს, ქ. ვარშავაში, პოლანსკის ფონდში. ღონისძიებაზე მთავარ მომხსენებლად ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითებში სახელმწიფო მინისტრი ვიქტორ დოლიძე გამოვიდა. დისკუსია ჩეთემ ჰაუსის წესებით ჩატარდა. მრგვალი მაგიდის მუშაობაში პოლონეთში წარმოდგენილი საერთაშორისო კვლევითი ინსტიტუტებისა და ცენტრების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. ღონისძიება პოლონეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოსა და კაზიმირ პოლანსკის ფონდის ორგანიზებით გაიმართა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0