რადიაციული, ქიმიური და ბიოლოგიური დაცვის ასეულის სწავლება დასრულდა

29/09/2017

საინჟინრო ბრიგადაში საქართველოს შეიარაღებული ძალების საინჟინრო ბრიგადის რადიაციული, ქიმიური და ბიოლოგიური (რქბ) დაცვის ასეულისთვის საბაზისო სწავლება დასრულდა. ასეულის პირად შემადგენლობას წვრთნების დასრულება სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდლის მოადგილემ, ვიცე-პოლკოვნიკმა ზაქარია კალანდაძემ და გერმანიის სამხედრო ძალების რქბ სკოლის ინსტრუქტორთა ჯგუფის ხელმძღვანელმა, ვიცე-პოლკოვნიკმა პატრიკ ვაგნერმა მიულოცეს და კურსის დამამთავრებელი სერტიფიკატები გადასცეს.
წვრთნებში მონაწილეობა საინჟინრო ბრიგადის რადიაციული, ქიმიური და ბიოლოგიური (რქბ) დაცვის ასეულის 50-ზე მეტმა სამხედრო მოსამსახურემ და გერმანიის თავდაცვის სამინისტროს მიერ გადმოცემულმა სპეციალურმა სადეკონტამინაციო სატვირთო მანქანებმა მიიღეს. სწავლების ფარგლებში საინჟინრო ბრიგადის ჯარისკაცებმა სხვადასხვა პირობებში დაბინძურებული ტერიტორიების დაზვერვის, მონიშვნის და მასშტაბის დადგენის პრინციპები შეიასწავლეს, ასევე ტერიტორიების პერსონალისა და ტექნიკის დამუშავებისთის საჭირო მასალებისა და რესურსების რაოდენობის დადგენის და მომზადების ხერხებს დაეუფლნენ.
საქართველომ რადიაქტიულ, ქიმიურ და ბიოლოგიურ (რქბ) თავდაცვის სფეროში პარტნიორობა გერმანულ მხარესთან 2014 წელს დაიწყო.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0