ქობულეთის გამგებელმა სტიქიით დაზარალებული ოჯახები მოინახულა

28/09/2017

ქობულეთის გამგებელმა სულხან ევგენიძემ ლეღვასა და წყავროკაში სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახები მოინახულა და მათ მდგომარეობას ადგილზე გაეცნო. დაზიანებული სახლების მდგომარეობას გეოლოგები და სტიქიის შემსწავლელი კომისია შეისწავლის. უამინდობამ ქობულეთში პრობლემები შექმნა. დაიმეწყრა საცხოვრებელი სახლები და შიდასასოფლო გზები, ასევე ხუცუბნის, ბუკნარის, ციხისძირისა და ზედა ლეღვას მოსახლეობას წყალი შეზღუდულად მიეწოდება. სტიქიასთან ბრძოლის შტაბი საგანგებო რეჟიმში განაგრძობს მუშაობას. მობილიზებულია სპეცსამსახურები. ინტენსიურად იწმინდება შიდასასოფლო გზები. დღის განმავლობაში მძიმე ტექნიკა 19 მიმართულებით იმუშავებს, იწმინდება სანიაღვრე სისტემები, ასევე წყალსადენ სისტემებზე მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები. სალიკვიდაციო ღონისძიებები გვიანობამდე გაგრძელდება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0